ელ. რესურსი

ელექტრონული   რესურსი


საგანი
მათემატიკა
კლასი

V,      VI.
თემა
შევუსაბამოთ მოცემულ ფიგურებს შლილები

მიზანი
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ანალიზის უნარი, გაარჩევენ და დაჯგუფებენ ფიგურებს და მათ შლილებს.
გამოყენების ინსტრუქცია
ერთ ფორმატზე აგებული მაქვს ფიგურები: პარალელეპიპედი,კონუსი,ცილინდრი, პირამიდა და მათი შლილები. კურსორის საშუალებით შლილი უნდა მოვდო შესაბამის ფიგურას, თუ სწორად იქნება შერჩეული შლილი ფიგურაც და შლილიც გაქრება,ხოლო თუ შეცდომით  ფიგურები მოედებ ერთმანეთს და ჩარჩოები  გაწითლდება.
რესურსი განთავსებულია ვებგვერდზე „LearningApps.org” “დანართების დათვალიერება“ „მათემატიკა“ გვერდი 25.

                  რეფლექსია

რესურსი შევქმენი ე.ს.გ-სსტანდარტის გათვალისწინებით:
v.7 მოსწავლე ამზადებს სივრცითი ფიგურის შლილებს და მოცემული  შლილის მიხედვით
აღადგენს ფიგურას.                                                                                                
V1.7 მოსწავლე ამზადებს სივრცითი ფიგურის შლილებს და განასხვავებს სივრცულ ფიგურებს  მათი შლილის მიხედვით.  
რესურსი შევქმენი იმისთვის, რომ მოსწავლეებს  გავახსენებინო შესწავლილი მასალა და განვამტკიცებინო ნასწავლი. იგი ეხმარება მოსწავლეს  მასალის უკეთ გაგებასა და გააზრებაში,აღნიშნული რესურსის  გამოიყენებამ  სამიზნე ჯგუფის აქტიურ ჩართულობასა და ინტერაქციას შეუწყო  ხელი სასწავლო პროცესში.  რესურსის გამოყენებისას პრობლემას არ უჩენია თავი. მისი გამოყენებით სწავლა ხდება სახალისო და საინტერესო. იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია დაჩართულობა, რაც აისახება მათ აკადემიურ მოსწრებაზე.

რესურსი დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვისაა,მთუმცა მისი გამიყენება შესაძლებელია მაღალ საფეხურზეც, ასევე სხვა საგნებშიც,კერძოდ, ხელოვნებაში და ხაზვაში ფიგურების დაშლის, ან აწყობის შემთხვევაში.

-----------------

ელექტრონული     რესურსი

საგანი
მათემატიკა
კლასი
მე-6
თემა
შევუსაბამოთ მოცემულ ფიგურებს მათი ფართობის გამოსათვლელი ფორმულები.
მიზანი
მოსწაავლეებსგანუვითარდეთ ანალიზის უნარი.მოსწავლეები გაარჩევენ ფიგურებს და შეუსაბამებენ ფართობის გამოსათვლელ ფორმულებს.
.გამოყენებისინსტრუქცია
ერთ ფორმატზე დახაზული მაქვს გეომეტრიული ფიგურები: სამკუთხედი,მართკუთხედი, კვადრატი, პარალელოგრამი, რომბი, წრე, ტრაპეცია და მათი შესაბამისი ფართობის გამოსათვლელი ფორმულები. კურსორის საშუალებით ფორმულა უნდა მოვდოთ  შესაბამის ფიგურას ,თუ სწორად იქნება შერჩეული ფიგურა,ის და ფორმულა გაქრება, ხოლო თუ შეცდომით მოეკიდება ერთმანეთს , ჩარჩოები გაწითლდება.რესურსი განთავსებულია ვებგვერდზე „LearningApps.org“დანართების დათვალიერება“ „მათემატიკა“ გვერდი 25.
რეფლექსია
რესურსი შევქმენი ე.ს.გ.-ს გათვალისწინებით v1 .7 მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი ფიგურების ამოცნობა,აღწერა დაგამოსახვა
v1.10 პროლემის გადაჭრისას მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი ფიგურის ფართობის გამოთვლა.რეალურ ვითარებაში პოულობს ფიგურას და უსაბამებს ფართობის გამოსათვლელ ფორმულას.                                 მოცემული რესურსი შევქმენი იმისთვის,რომ მოსწავლეებს გავახსენებინო  შესწავლილი მასალა და განვამტკიცებინო ნასწავლი.იგი ეხმარება მოსწავლეს მასალის უკეთ გაგებასა და გააზრებაში. აღნიშნული რესურსის გამოყენებამ სამიზნე ჯგუფის აქტიურ ჩართულობასა და ინტერაქციას შეუწყო ხელი სასწავლო პროცესში.  მისი გამოყენებით სწავლა ხდება სახალისო და საინტერესო,იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა,რაც აისახება მათ აკადემიურ მიღწევებზე. რესურსის გამოყენებისას პრობლემას თავი არ უჩენია.ჩემს  მიერ შექმნილი რესურსი დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვისაა, თუმცა მისი გამოყენება შესაძლებელია მაღალ საფეხურზეც,ისევე როგორც სხვა საგნებშიც
 მაგალითად ქართულში, როცა მოსწავლეები გარკვეული ნიშნის მიხედვით აჯგუფებენ  მონაცემებს, მცირედი მოდიფიცირების შემთხვევაში.
 ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში რესურსის გამოყენებამ ახალი უნარ-ჩვევები გამივითარა ისტ-ის ფლობაში და კლასის მართვაში.
  აღნიშნულ  რესურსში ჩართულია მთლიანი კლასი.

No comments:

Post a Comment